![ნათია დიაკვნიშვილი ნათია დიაკვნიშვილი](https://digest.ge/uploads/files/2025/01/24/64408/natia-diakvnishvili_w_h.jpeg)
ორი კვირაა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს. საქმეში, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები.
გაუჩინარებული ბავშვის დედა ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შვილთან ერთად საზოგადოებასაც მიმართავს:
„პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე, ნურაფრის გეშინია.
გთხოვ, გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას - მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე.
მჭირდები დე... ყველაფერი კარგად იქნება დეე, ისე, როგორც შენ და მე გვინდა.
555 105 500 “, - ამბობს ნათია დიაკვნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: