ესპანეთში 3 წლის ქუთაისელი ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო მეექვსე სართულის აივნიდან გადავარდა.
ოჯახს სურს ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იურისტმა ლევან ჭელიძემ ახლახან სოციალურ ქსელში შვილმკვდარ დედებს მიმართა, რომ ანუგეშონ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები.
„მივმართავ ყველა შვილმკვდარ მშობელს, ანუგეშეთ ეს ახალგაზრდები, თქვენ იცით ამ სიმწრის ფასი და მასთან ბრძოლის წესები.
მიეხმარეთ სულიერად ამ პატარა ბავშვებს, რომელთა საცოდაობით იწვის და დუღს დედამიწა“, - წერს ლევან ჭელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სასულიერო პირმა მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ“ - რას წერს ტარიელ სუარი
🔵თიკა ფაცაცია აშშ-ში მოგზაურობს - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი