Digest Logo

„მიყვარხარ, ის იშვიათი გამონაკლისი ხარ ამ ქვეყნად, ვისი აზრიც განსაკუთრებულად მაინტერესებს“ - რას წერს ინგა გრიგოლია

1687851001
ინგა გრიგოლიაინგა გრიგოლია

მოსკოვში ნუცა ბუზალაძის პრორუს მომღერლებთან ერთად სცენაზე გამოჩენას, ქართული საზოგადოების ნაწილის განრისხება მოჰყვა, რომლებმაც ოკუპანტებისთვის სიმღერის გამო ნუცა გააკრიტიკეს. მან კი საპასუხოდ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნის, თუ რატომ იმყოფებოდა რუსეთში.

აღნიშნულ კრიტიკას ბუზალაძის მიმართ „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ნუცას დიდი გულშემატკივარი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბუზალაძეს საქციელი დიდად არ მოუწონა. თუმცა, ზაზა შენგელიას დამრიგებლურ პოსტს ნუცა მიმართ, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

„ზაზა, მიყვარხარ  ის იშვიათი გამონაკლისი ხარ ამ ქვეყნად, ვისი აზრიც განსაკუთრებულად მაინტერესებს ყოველთვის და ვის რჩევასაც, პირადად ჩემთვის, აუწონავი ოქროს ფასი აქვს“,- წერს ინგა გრიგოლია, რომელსაც ზაზა შენგელიამ უპასუხა:

„მადლობა ჩემო ინგა, ასევე შენს აზრს აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველგან და ყოველთვის. ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, შენი პროფესიონალიზმის და მებრძოლი ხასიათის გამო“,- წერს შენგელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა რომ მიდიოდა აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ“ - ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეს საქციელს უწუნებს