„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მაყურებლის გადაწყვეტილებით, მე–12 სეზონის გამარჯვებული მსახიობი თედო ბექაური გახდა. ფინალურ ტურში მონაწილე სამივე წყვილმა პასადობლე შეასრულა. გამარჯვებულს სხვა პრიზებთან ერთად მთავარი პრიზი, ბაკურიანში ბინა გადაეცა.
თედოს გამარჯვებას, მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„მიყვარს სამართლიანი კონკურსები.
ბრავო „ცეკვავენ ვარსკვლავები”
თედო გილოცავ უპირობო ლიდერი იყავი თავიდანვე!
გილოცავ დამსახურებულ გამარჯვებას!“,- წერს ნინი შერმადინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: