„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„მხოლოდ დაბრკოლებებს შეუძლია მიზნის მიღწევა ღირებული და ტრიუმფალური გახადოს...
აბა სწორ გზაზე სიარულში გამარჯვების ემოციას ნამდვილად ვერ იპოვით, თუ რა თქმა უნდა, ამ სწორი გზის შექმნაში საკუთარი დიდი ძალისხმევის ფასი არ გაქვთ გადახდილი.
გინდოდეს დაბრკოლების გარეშე მიზნების მიღწევა, ეს იგივეა გინდოდეს რომ „დურაკა“ მუდამ ვიღაცამ მოგაგებინოს და ბოლოს ენის მოჩლექით გითხრას - „ყოჩაღ, შენ რა მაგარი ყოფილხარ?“.
აირჩიეთ არა ის გზა, რომელიც მარტივია, სწორია ან ფართოა - აირჩიეთ ის გზა, რომელიც ზუსტად იქ მიდის, სადაც თქვენ გინდათ რომ მიხვიდეთ“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „...შეგვიძლია გამოვასწოროთ და ვიყოთ უფრო მეტი სინათლის მატარებლები“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი
⭕„შავი მარგალიტი, შეუდარებელი ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან