Digest Logo

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა

1778588521
ექთნების დღე

ექთანთა საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება.

ის სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს.

საქართველოში, საექთნო და მეანი ექთნების საქმიანობის მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და პროფესიული გაძლიერების მიზნით, 2024 წლის თებერვალში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიები რეგულირებად პროფესიებად იქცა. ასევე, კანონით განისაზღვრა ექთნებისა და მეანი ექთნების საბაკალავრო, დიპლომისშემდგომი და უწყვეტ განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„დაიჯესტი“ გილოცავთ ექთნის პროფესიულ დღეს!

ასევე დაგაინტერესებთ:

„საკუთარი ქცევების კონტროლი გაცილებით რთულია, ვიდრე ეს მხოლოდ „ნებისყოფის სისუსტით“ შეიძლება აიხსნას“ - ნატა გაგუა ადიქციაზე

„უთბილესი ადამიანია, ნამდვილი ქრისტიანია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს“ - რას ჰყვებოდა გიო მგელაძე შიო მესამეზე

„ახალი ეპოქა მოითხოვს: ტექნოლოგიას + ეთიკას, მეცნიერებას + ცნობიერებას, პროგრესს + პასუხისმგებლობას...“ - ლამზირა ხაჭაპურიძე