
ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის იყო.
სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოთო მამარდაშვილი გამოეხმაურა:
„დიდი ტრაგედია დატრიალდა დღეს მუნიციპალიტეტში. 23 წლის ბიჭი მოკლეს, ჩემი თანასოფლელი, სიტყვებს ვერ ვპოულობ რა დავწერო არ ვიცი ....
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას...
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელზე თავდასხმისთვის იყო დაკავებული და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს“, - წერს ოთო მამარდაშვილი.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.