Digest Logo

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია მუცლის ტკივილის მომიზეზებისას ვამეცადინო ბავშვები , რომელ უბანზე მიუთითოს, რომ ერთ დღესაც ბრმა ნაწლავი არ ამოაჭრან“ - ნათია ფანჯიკიძე

1665560254
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკი პირად გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ იმიზეზებს მისი ახლობლის ბავშვი სკოლიდან თავის დაღწევის მიზნით სიცხესა და მუცლის ტკივილს.

ფანჯიკიძე აუცილებლად მიიჩნევს, ბავშვები ამეცადინოს და ასწავლოს, თუ რა ადგილი მიანიშნონ ტკივილის დროს, რათა ბრმა ნაწლავის გარეშე არ დარჩნენ.

„რა მაგის პასუხია და ძალიან მაგარი გოგო და მაგარი ფოტოგრაფი რომაა, ლელი, მისი ოქროს ბავშვი ყოველ დილას სიცხეს იზომავს თურმე და ხშირადაა იმედგაცრუებული, რომ სიცხე ამჯერადაც არა აქვს და სკოლაში უნდა წავიდეს. ხოდა, ლელი, მეუთხარი, ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვს აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგის კონსულტაცია, ოღონდ გამოცდილის! რომელიც მხოლოდ წიგნებიდან კი არ უჭვრიტინებს ცხოვრებას, არამედ ემპირიულ გამოცდილებას გაუზიარებს-მეთქი და მისცემს ბავშვს ზაფხულში გაცხელებული ნათურის და ზამთარში რადიატორის მიზნობრივი გამოყენების რეკომენდაციას. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მუცლის ტკივილის მომიზეზებისას ვამეცადინო ბავშვები ანატომიაში, კერძოდ სად, მუცლის რომელ უბანზე მიუთითოს, რომ სტკივა, რომ ერთ დღესაც ბრმა ნაწლავი არ ამოაჭრან ამ ხუმრობა-ხუმრობაში, როგორც ჩემს საყვარელ ძმას უქნეს თავის დროზე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯერ მანჰეტენზე, მერე ბრუკლინში, ამეკიდა სამი ავადმყოფი და ან*რევდა…“ - იუნა შაფათავა სექსუალურად შეავიწროვეს

🔵„ქალი თუ უფლებას არ მისცემ, ვერცერთი კაცი გაგიბედავს ზედმეტად ხელების ფათურს“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი