ისრაელში მცხოვრები ექიმი ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება მალე ივიწყებს ყველაფერს და მათი შეშფოთება ერთი დღე გრძელდება.
„ანუ, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე დამთავრდა და პრობლემაც დამთავრდა, ჰო?
ეს მიყვარს ჩემი ხალხის, ერთი დღე აღშფოთდებით, აქციობანას ვითამაშებთ, მუშტებს მკერდში ჩავირტყამთ, გავტელევიზორდებით და მორჩა კინო, ხვალ ახალი სათამაშო!
საიდუმლოს გაგიმხელთ და მარტო მე არ მიყვარს ჩემი ხალხის ეს თვისება, ჩვენს მთავრობასაც უყვარს, იაქციებენ და დაიშლებიანო…
მოძალადეებსაც : აღშფოთდებიან და ხვალ ახალი აღშფოთება იქნებაო… პ.ს. ტაში კუკური!
პ.ს. ამ სასმისით ქალბატონების სადღეგრძელო მინდა შევსვა!!!
მოეთრიე, ქალო, გეძახიან, შენი სადღეგრძელოა!”, - წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇