მომღერალმა და მსახიობმა ნინი ბადურაშვილმა თაყვანისმცემლებს ახალი, ძალიან ემოციური მუსიკალური ნამუშევარი წარუდგინა. მან ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა და ვიდეოკლიპიც გადაიღო, რომლის პრემიერაც „იუთუბიზე“ შედგა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის მუსიკის ავტორი ნინის დედა, ეკა კახიანია, ხოლო ტექსტი ლეგენდარულ იეთიმ გურჯს ეკუთვნის. არანჟირებაზე ზაზა ხუბუკელაშვილმა იზრუნა, კლიპის რეჟისორი კი ლაშა ცერიაშვილია.
ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია:
„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩემთვის განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელშიც ჩადებულია სიყვარული, ემოცია და დიდი შრომა❤️☺️
იმედია მოგეწონებათ და შეიყვარებთ❤️
თქვენი შეფასება და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია🙏🏻❤️
ანსამბლი „შვიდკაცა“
🎬 რეჟისორი – ლაშა ცერიაშვილი
🎥 ოპერატორი – ლადო მჭედლიშვილი
🖋️ ტექსტის ავტორი – იეთიმ გურჯი
🎼 სიმღერის ავტორი – ეკა კახიანი
🎹 არანჟირება – ზაზა ხუბუკელაშვილი
🎤 შესრულება – მე და ანსამბლი „შვიდკაცა“, - წერს ნინი ბადურაშვილი.
ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 ხელის თხოვნა ტაძარში - ალექსანდრე კვარაცხელიას და ეთო ცისკარაულის სიყვარულის ისტორია
🎥 ლაშა ბერიშვილის და თინათინ ამირანაშვილის სიყვარულის ისტორია - „ბეჭედი 3-4 თვის ნაყიდი მქონდა...“
⭕აირჩიე სანთელი და გაიგე, რომელი მთავარი ტალანტით მოევლინე სამყაროს