Digest Logo

მომღერალი ირმა არავიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

1655066441
ირმა არავიაშვილი

„ემიგრანტების იმედის“, შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, მომღერალი ირმა არავიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, ის ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება. 

„ირმა არავიაშვილი საავადმყოფოში ვართ შეკრებილები, წამითაც არ დაგტოვებთ არ შეშინდე...
ემიგრანტებო რეანიმაციაში გადაიყვანეს (პირველ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული აქ ვართ შეკრებილი მეგობრები და ოჯახის წევრები) დღეს მისი სტუდიის კონცერტზე ვიყავი ხორავას თეატრში მოსწავლეებთან ერთად გამართა ეს ყველაფერი. სცენაზე სანამ გავიდოდა ორჯერ ვუთხარი სასწრაფოს გამოვუძახებ მეთქი არ იყო კარგად თუმცა მაინც იმღერა და მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადასცა.. შოთო ბოლომდე უნდა ვიყო ბავშვების გვერდითო... წამყვანსაც იოანე ქართველს ვუთხარი რომ ცუდადაა თქო როცა მოუხმო სცენაზე...

კონცერტის შემდეგ გონება დაკარგა და ძირს უსულოდ დაეცა.... ვერაფრით მოვიყვანეთ გონზე... ახლა რეანიმაციაში მოთავსებული.....

ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს ელოდე და იმედი იქონიე... მე შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს სადაც იმყოფებთ მაგ უცხო ქვეყანაში ილოცოთ მასზე, ერთად დავეხმაროთ მას გამოჯანმრთელებაში... მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ირმა მალე დადგება ფეხზე..
არასდროს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ..

გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის..ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა..

ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა, წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკო კვარაცხელიას საცოლესთან

🎥 ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან კბილებით 47 ტონა გასწია

„სამშობლოს დასაცავად ომში ორივე ფეხი, მარცხენა ხელის მტევანი და მარჯვენა ხელის თითები დაკარგა“ - რას წერს ქეთი ქარდავა