Digest Logo

„მოსიყვარულე ოჯახი“ - ზურა ხაჩიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

1741672304
ზურა ხაჩიძე

მომღერალი, ჯგუფ „ქუჩის ბიჭები“ ერთ-ერთი წევრი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.

ფოტოზე, იგი მეუღლესთან ხათუნა ჟორდანიასა და მის გერ - ნინი ქარსელაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. ცნობისთვის, ზურასა და ხათუნას ოჯახი მრავალ წელს ითვლის. მათ საერთო ქალიშვილი - ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ, რომელიც უკვე დიდი გოგოა, თუმცა იგი სწავლით არის დაკავებული და სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს.

მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, საზოგადოების მხრიდან თბილი კომენტარები მოჰყვა:

„მოსიყვარულე ოჯახი“,

„სამი საოცრება“,

„სიყვარულის ოჯახი. გახაროთ უფალმა“,

„იცით რომ ძალიან კარგები, კეთილები და საყვარელი ადამიანები ხართ?! დაგლოცოთ უფალმა“,

„ხათუნა გაიხარე ბედნიერი ჯანმრთელი გალაღებული იყავი შენს საყვარელ ხალხთან ერთად, მრავალჟამიერ“,- წერენ კომენტარებში.