
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„ჩემმა მოსწავლე გოგონამ, თათამ, ერთ მორიგ თხზულებაში დაწერა:
„ადამიანი არ ცხოვრობს იმისთვის, რომ მოკვდეს. ის ამქვეყნად იბადება, რათა სიკვდილმაც კი ვერ წაშალოს მისი კვალი“.
მან ამით თქვა:
მიზანი ვერ იქნება ის, რაც ისედაც გარდაუვალია - მას უნდა მიაღწიო ფიქრით, გადაწყვეტილების მიღებითა და გარჯით.
მარტივია, არა?
როცა უკვე დაწერილია, რა თქმა უნდა, მარტივია, თუმცა სიმარტივე დაძლეული სირთულეა.
არ არის ადვილი, სამყაროს შენი თავი დაამახსოვრო - კვალი მხოლოდ მაშინ არ იშლება, როდესაც რაღაც კარგსა და მნიშვნელოვანს აკეთებ ადამიანებისთვის.
შენი სახელი ახსოვდეთ - ეს ბედნიერებაც არის და პასუხისმგებლობაც.
ფრაზებს სხვადასხვა „სიღრმე“ აქვთ.
თათამ ღრმა ფრაზა დაწერა - ფიქრს რომ ამშვენებს, ისეთი.
მოსწავლის კარგი ფიქრი კი მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდოა.
მას ღმერთი აწესებს და სამყარო გადასცემს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მზე მორიელშია მეგობრებო! გილოცავთ კუდიანთა მოდგმას...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში
🎥 „8 დღე კუბოში“ - გიგი ქათამაძის მორიგი შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი