Digest Logo

„მოვდივარ და დამხვდი იცოდე... აეროპორტში გელოდები...“ გეგუთთან ავარიისას დაღუპული ბიჭის ემიგრანტი დედის სულის შემძვრელი პოსტი

1688471921
დედადედადედა

ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა წიქორაძეა.

გარდაცვლილი ბიჭის დედა ემიგრანტია, რომელიც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და სულის შემძვრელ პოსტს უძღვნის შვილს.

„მოვდივარ ჩემო სიცოცხლე. 6 რიცხვში შენთან ვიქნები... შენთან მოვალ... ხომ გენატრებოდი, უშენოდ არ მინდა ერთი დღე სახლში ყოფნაო. შენ რომ სახლში არ დამხვდები, არ მინდაო... მალე უნდა ჩამოგიყვანოვო დე...

მოვდივარ და დამხვდი იცოდე... აეროპორტში გელოდები... 6 თვე ვერ გაძელით უჩემოდ, მოვდივარ დედიკო...

დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე იცოდე დეე... შენი ლამაზი სახე და ღიმილი დამანახვე იცოდე...

აბრაამი მომიკვდება თუ არა დამთავრდებოდა, მე საერთოდ ვერავინ მნახავდა. ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს დეე...მაგრამ აბრაამს რა ვუყო, უჩემოდ ისიც ვერ ძლებს დედი.

ხომ იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი დე...

მადლობა ყველაფრისთვის დედი, იმ ბედნიერი 20 წლისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. იმედია, როდისმე შევხვდებით ერთმანეთს. შენი ანოც ხომ მოკალი დე, ჩემთან იყო დღეს მთელი დღე, მოკვდა გოგო, რა გვიქენი ეს“,-წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა. 

ამავე თემაზე: 

🔵 „რა მწარე ხარ, არ მხვდები, არც შენი ცხედარი მხვდება რომ ჩაგეხუტო...“ - გეგუთთან ავარიისას დაღუპულ გოგონას ემშვიდობებიან

🔵 „შენ მოგიკვდი... რატო დამტოვე ლაშუუ, ძალით არ გინდოდა ვიცი“ - გეგუთთან ავარიის დროს დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემოციური პოსტით ემშვიდობება