Digest Logo

„მოვიდა ის დრო, რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება...“ - ტოჩინოშინი მიმართვას ავრცელებს

1685084739
ტოჩინოშინი

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინი მაისის ბაშოს შემდეგ კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გულშემატკივრებს კარიერის მანძილზე თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის! თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის მაძლევდა ძალას რომ მებრძოლა თავდაუზოგავად! მაგრამ მოვიდა ის დრო რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება და დავასრულე მრავალწლიანი კარიერა! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის“, - წერს ტოჩინოშინი.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵შორენა ბეგაშვილი ავსტრიაში მოგზაურობს

🔵 ირაკლი მაქაცარია ორსული მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

🎥 ბაბი კირკიტაძე საფარის უდაბნოში აცეკვდა - „დაანთო ცეცხლი დაუვიწყარი“