ქართული კინოს ლეგენდა დოდო აბაშიძე - დევგმირი, რომელშიც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ბავშვი, „იმედის დილის“ ეთერში კიდევ ერთხელ იხსენებენ.
მისი სამსახიობო კარიერა მრავალფეროვანი იყო, მისი არცერთი როლი ჰგავდა ერთმანეთს, ყველგან განსხვავებული ხასიათი უნდა შეექმნა და ყველა როლიც ასე შეასრულა - 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანას („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), პოლიციის პრისტავის („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარლამის („რაჭა, ჩემი სიყვარული“, 1977), სეთურის („დათა თუთაშხია“, 1977), გიორგის („ფესვები“, 1987) და სხვა სახეები.
რაც შეეხება დოდო აბაშიძის ფესვებს, მისი მშობლები ივანე აბაშიძე და ნინო ანდრონიკაშვილი არიან, 1924 წლის 1 მაისს დავით აბაშიძის მშობლები გახდნენ, დიახ დავით დაარქმევენ მას, მაგრამ ბგერებს სწორად ვერ გამოთქვამს ბგერებს გოგოებს „დოდოებს“ ეძახდა და სახელიც აქედან შერჩა.
დოდო აბაშიძის ცხოვრების გზა რთული და მძიმე აღმოჩნდება, მამას რუსთაველის თეატრიდან ლანჩხუთში გადაიყვანენ, რეპრესიებს განარიდებენ, იქ დასს შექმნის რეპეტიციებზე წავა და უკან აღარ დაბრუნდება - 1937 წელს დახვრიტავენ სხვა მსახიობებთან და სანდრო ახმეტელთან ერთად, მარტო დარჩენილი დედა კი შვილს სიცოცხლის და ხელოვნების სიყვარულით გაზრდის.
მსახიობის გზა სავსე იყო წარმატებული როლებით და ბევრი საინტერესო დეტალით, ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
მსახიობი გარდაიცვალა, 26 იანვარს 1990 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ამასთან, თბილისში მისი სახელობის ქუჩა არსებობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕უნიკალური დღე, როცა ქალს შეუძლია კაცს ხელი სთხოვოს - როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი
⭕„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“ - ასტროლოგის გაფრთხილება