Digest Logo

„მშობიარობას დედა და ირაკლი დაესწრო... არავინ იცოდა რას დავარქმევდით...“ - ლიზა ჩიჩუა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

1781156584
ლიზა ჩიჩუა

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან.

წყვილს 3 ივნისს მესამე შვილი შეეძინა, რომელსაც ბებიის პატივსაცემად ქეთო დაარქვეს. 

ლიზამ „გაგუას კლინიკაში“ იმშობიარა, რასაც დედამისი და ქმარი ესწრებოდა. მომღერალი სოციალურ ქსელში გამომწერების დასმულ შეკითხვებს პასუხობს, რაც ძირითადად მშობიარობას და ახალშობილს ეხება:

- მშობიარობის დროს გაუტკივარება გაიკეთეთ? 

არა. 

- პატარები როგორ შეეგუვნენ ერთმანეთს? 

კარგად ძალიან, ჯერჯერობით არ ეჭვიანობენ. 

- ქეთევან ბებოს რეაქცია გვაინტერესებს ქეთოზე. 

- არავინ იცოდა რას დავარქმევდით, ბოლომდე „საიდუმლოდ“ შევინახეთ. ბლოკში გაიგო, როდესაც ირაკლიმ გააჟღერა სახელი. უზომოდ გაუხარდა.

 - მშობიარობას დაესწრო ვინმე? 

- დედა და ირაკლი. 

- ბუნებრივზე უნდა გყავდეთ თუ ხელოვნურზე? 

- ბუნებრივ კვებაზეა ქეთო. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ტოქშოუს უძღვება.

ლიზა და ირაკლი 2022 წელს დაქორწინდნენ, წყვილს სამი შვილი ჰყავს: გიორგი, ნინა და ქეთო.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წინა პლანზე გამოვა ფინანსური საკითხები, მატერიალური კეთილდღეობა და უსაფრთხოება“ - 11 ივნისის ასტროლოგიური ანალიზი

„ორი ლეგენდა ერთად...“ - ნინი შერმადინი და მერაბ დვალიშვილი ლას-ვეგასში პოზირებენ

„არახელსაყრელია ქორწილი, ფუნდამენტის ჩასხმა, მიწის სამუშაოები...“ - 11 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით