Digest Logo

„მშვიდი გარეგნობის ადამიანები კარგად მალავენ ველურ ბუნებას...“ - რას წერს ფსიქოლოგი

1783343940
ნინი დგებუაძე

არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ერთ ციტატას მახსენებს: „მშვიდი და მშვიდი გარეგნობის ადამიანები, კარგად მალავენ ველურ ბუნებას“.

როდესაც ხედავთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მშვიდია, საოცრად კეთილი და ერიდება კონფლიქტებს ფრთხილად იყავით, ეს ადამიანი, ყველაფერს ამჩნევს.

ის ამჩნევს თქვენს ტონს, ამჩნევს უპატივცემულობას, ამჩნევს, როდის იცვლება თქვენი ენერგია. ის ამჩნევს იმ წვრილმანებსაც კი რომელიც გგონიათ, რომ გამოეპარა.

მიუხედავად ყველაფრის აღქმისა ის დუმილს ინარჩუნებს, რადგან იცის თავის ბრაზს თავისუფლებას თუ მისცემს, ეს ბევრს ატკენს. არ რეაგირებს ნაჩქარევად, არ ყვირის და არ ცდილობს ყველასთან თავი გაიმართლოს. ის ყველაფერს ინახავს და აანალიზებს. ირჩევს სიმშვიდეს, ირჩევს მშვიდობას და ირჩევს თვითკონტროლს და თუ ასეთ ადამიანთან ზღვარს გადაკვეთ, თუ მას ამოეწურება მოთმინების ფიალა ის საბოლოოდ აფეთქდება, ეს აღარ იქნება უბრალოდ ბრაზი.

მათი დუმილი პასიურობა არ არის, ეს არის აქტიური ანალიზის პროცესი. სანამ სხვები ემოციებს ყვირილით ხარჯავენ, ეს ადამიანი აკვირდება შაბლონებს (patterns) თქვენს ქცევაში. მან იცის თქვენი სუსტი წერტილები, რადგან თვეების ან წლების განმავლობაში გაკვირდებოდათ. სწორედ ამიტომ არის მათი ბრაზი დამანგრეველი თუ მათ იარაღის გამოყენება მოუწიათ, მათ ზუსტად იციან, სად დაარტყან სიტყვით, რადგან თქვენი „რუკა“ ზეპირად იციან.

ეს იქნება ყოველი ღალატი, რომელიც მან გეგონა, რომ ვერ გაიგო, ყოველი უპატივცემულობა, რომელიც მან უგულებელყო და ყოველი გრძნობა, რომელიც დამალა და ის ადამიანი, ვინც ეს ბრაზი გამოიწვია, მთელ ამ ქარიშხალს საკუთარ თავზე გამოცდის.

მათი სიმშვიდე ეს არის წლების განმავლობაში ნაშენები ჯავშანი, რომლითაც ისინი იცავენ როგორც საკუთარ თავს, ისე გარე სამყაროს საკუთარი თავისგან.

ამ კატეგორიის ადამიანებთან ზღვრის გადაკვეთა ნიშნავს ხიდების სამუდამოდ დაწვას. მათ შეუძლიათ გაპატიონ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ როცა წერტილს დასვამენ, იქ შანსი აღარ არსებობს. მათი ნდობა შეუქცევადად ქრება.

ასე რომ, მათ დუმილს სისუსტედ ნუ მიიჩნევთ და მათ სიკეთეს შიშად. რადგან ყოველი მშვიდი ღიმილის მიღმა არის მათი ისეთი მხარე, რომელსაც თქვენი გაოცება შეუძლია.

ვიტყოდი, რომ მათთან ურთიერთობა ჰგავს მშვიდ, ღრმა ოკეანეში ცურვას. ის საოცრად ლამაზი და კომფორტულია, სანამ პატივს სცემ მის სიღრმეს, მაგრამ თუ ჩათვლი, რომ ოკეანე უწყინარია და მის ფსკერზე ფეხის ბაკუნს დაიწყებ, უნდა გესმოდეს, რომ ცუნამი, რომელიც იქიდან წამოვა, ყველაფერს წალეკავს.

ასევე დაგაინტერესეთ:

„შესაძლოა, ბევრმა სრულიად ახალი თვალით შეხედოს ურთიერთობებს, პროფესიულ მიზნებს...“ - 6-12 ივლისის ასტროპროგნოზი

„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 6 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იუბილარია - ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი 53 წლის გახდა