ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს, რომ „სამყარო ნორმალურ ყოფას უბრუნდება“.
მისი განმარტებით, „კვაზი ფასეულობები“ რომელიც ბოლო პერიოდში სამყაროში იყო გამეფებული, თავადვე სამყარო იშორებს მათ.
„რამდენი სისულელე იყო წლების განმავლობაში უაპელაციოდ თავს მოხვეული,
ტირაჟირებას კი ჰოლივუდი ახდენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს საკულტო სერიალი "სექსი დიდ ქალაქში", აბსოლუტურად გასაგებია, რომ ზუსტად იქიდან დაიწყეს მოსინჯვა გეი წყვილების, ლესბოსელების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ტირაჟირების.
სიგიჟის აპოთეოზი გახდა ვითომ ცხოველთა დამცველების ბიზნესი.
ორსახოვანი ვიგინდარები თან ხარბად მიირთმევდნენ დეკეულს და ქათამს, ამრავლებდნენ საშაურმეებს და სწრაფი კვების ობიექტებს, მუცელს იყორავდნენ ლუდში მოხარშული ბატკნის ნეკნებით.
ეცვათ საუკეთესო ლაიკის ფეხსაცმელები, ტანზე ემოსათ ტყავის ქურთუკები ხელში ეჭირათ პონის ბეწვის ჩანთები, სახეში იშხაპუნებენ ბოტულიზმის ჭიების ექსტრაქტს და ამუნათებდნენ ადამიანებს სიცივეში ბეწვიანი პალტოს ტარების გამო.
მარაზმი!
სამყარო ასეა მოწყობილი - ის დროთა განმავლობაში იშორებს ხელოვნურად აღმოცენებულ კვაზი ფასეულობებს.
ანტისხეულების ჭიდილში ორგანიზმი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას.
რამდენჯერ გვიკითხავს:
სად არის კარგი კინო?
არ არის!
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამოვიდა ყელში "აბეზალოვკა" თემები:
ჩაგრული ზანგები(უპს..აფრო-ამერიკელები)
გემოვნებიანი გეები,
ისტერიული, მაგრამ ნიჭიერი ლესბოსელები...
ისე გავიდნენ რეალობიდან "უფლებადამცველები", რომ ახლა "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" "აკნინებს" მათ ფაქიზ გონებას.
„ფიფქია და შვიდი მომცრო ზომის მამაკაცი“ ყოფილა მართებული, მეშინია იმის წარმოდგენა, რას გადაარქმევდნენ "უფლებადამცველები" ვეფხისტყაოსანს, რომ დასცლოდათ
....
მოკლედ, რატომ ვწერე ამდენი.
მსოფლიო უბრუნდება ნორმალურ ყოფას! სადაც ქალს უნდა უყვარდეს კაცი და პირიქით,
სადაც დედა დედაა- მამა- მამაა. სადაც შვილი მერე კი არ ირჩევს სქესს, არამედ ამ სქესით იბადება!
სადაც ბიჭიანობაზე ისვრიან თოფს, იმიტომ რომ ისტორიულად მეომრები ვართ და არა იმიტომ, რომ ბიჭები უფრო უხარიათ.
სოფელში იმიტომ კი არ უნდა წახვიდე, რომ მიწა მოზომო უცხოელზე გასაყიდად, არამედ მამა-პაპისეული კერა აღადგინო, ბუხარი ააგიზგიზო, მრავალჟამიერით ჭერი ახადო, აკვანი ჩამოიღო სხვენიდან და რარიტეტად მაინც აქციო...
სხვა შემთხვევაში ჩვენი შვილები და იმათი შვილები რობოტებად გაიზრდებიან, მათთვის ცაში ღმერთი სტარლინგი იქნება, სამშობლო კი არქაული სიტყვა...
ასე რომ, კეთილი იყოს ჩვენი შებრძანება განახლებულ, თვითმყოფად სამყაროში.
P.S. მე ის ფესვი ვიპოვე, ჩემს სიცოცხლის ხეს რომ ამაგრებს. ეს ყოფილა ნამდვილი ბედნიერება!“,- წერს ლალი მოროშკინა.