
მოდელი ლიკა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი პერიოდულად საკუთარ გამომწერებს რჩევებსა და მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს. მოგეხსენებათ მოდელმა ამჯერად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტელეწამყვანის როლი მოირგო და ყოველ პარასკევს კულინარიულ რუბრიკას უძღვება.
ამჯერად ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეგობარს თაკო ჩხეიძეს დაბადების დღეს ულოცავს და ფოტოებს აქვეყნებს.
„მთავარია სულ გვეღიმებოდეს და კიდევ ბევრი წელი ვქმნიდეთ დაუვიწყარ მოგონებებს. თაკო ჩხეიძე მიყვარხარ, გილოცავ და ჰო, დღევანდელი პოსტები ცოტა იმაზეც არის, რას თავისით და დაუგეგმავად გამოგვდის“, - წერს ლიკა კვარაცხელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი გიო“ - ლიზა ჩიჩუა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „დედები ამას გაიგებენ“ - ანუკი არეშიძე უფრო შვილის ვიდეოს აქვეყნებს