Digest Logo

„მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო“ - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?

1701252909
ზიზი ჭელიძე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პატარა ბიჭს, გამვლელი ქალი მანქანას უჩერებს და ფულს ჩუქნის უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ორად გაიყო, ნაწილს მოსწონს ეს ვიდეო, ხოლო ნაწილი აკრიტიკებს ავტორს.

ვიდეოში ქალი, რომელიც ბავშვს ფულს აძლევს ზიზი ჭე­ლი­ძეა, ის სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ აპირებს ბავშვს სახლში ესტუმროს.

„მოკლედ მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს. ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია, დამიჯერეთ. კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს, რომ რთულია გვერდი აუარო ამ ამბავს. ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის როგორი ხასიათი მაქვს.

არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს.  მე მინდა ყველა უცნობს, თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის მივხვდი, რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ თუ გაგაღიზიანეთ“, - წერს ზიზი ჭელიძე.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ, ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო...“ – თედო ბექაური მიმართვას ავრცელებს

🔵„გილოცავ დაბადების დღეს მამიკოს გამხარებელო!“ - გია ბაღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს