მოქალაქე მარი მალიანი #383 ავტობუსის მძღოლს მადლობას უხდის. როგორც ის წერს, მისი შვილი შეცდომით სხვა ავტობუსში ჩაჯდა, მძღოლმა კი ბავშვის მიმართ ყურადღება გამოიჩინა.
„ბოროტებით, ძალადობით და ბულინგით სავსე სამყაროში კიდევ არსებობენ სიკეთით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანები.
გუშინ დემეტრე, ტრადიციულად სკოლიდან გამოვიდა და ელოდებოდა ავტობუსს სახლში წასასვლელად... ბარნოვზე სწავლობს და სოლოლაკში ცხოვრობს, შესაბამისად დამოუკიდებლობის 10 წუთის უფლება აქვს დილაობით და სკოლის შემდეგ. დაინახა ავტობუსის ნაცნობი ნომრები და ბედნიერი ჩაჯდა მოპირდაპირე მხარეს მოძრავ ტრანსპორტში... ორ გაჩერებაში მიხვდა, რომ სხვაგან მიდის - მძღოლმაც დაუდასტურა, ქავთარაძეზე მივდივართო
მთელი ორი საათი მძღოლი გადაჰყვა დემეტრეს, ყოველ 10 წუთში მელაპარაკებოდა, "დამშვიდდით ქალბატონო დედა, აი, ვკატაობთ თბილისში".
ბოლო გაჩერებამდე მისულებმა შესვენება მოიწყვეს - მაღაზიაში სასუსნაოები უყიდა დემეტრეს, ასადილა, ცოლ-შვილი გააცნო კიდევაც და უვნებელი დაგვიბრუნა სახლში.
მე კი გამისკდა გული, მაგრამ დემეტრეს მხიარული ხმა რომ გავიგე „არა, არ მინდა დე ტაქსი, არც რუსომ (ბებომ) მომაკითხოს. ვკატაობთ ჩათვალე, ინტუიციურად ძალიან დავწყნარდი...
მადლობა მინდა გადავუხადო #383 ავტობუსის მძღოლს, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს მოგზაურ დემეტრეს, სამაგიეროდ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall დააფასეთ ასეთი თანამშრომლები “ - წერს მარი მალიანი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: