„არაერთხელ ვნახე ვიდეოები და პოსტები ფეისბუკში, რომ სადღაც ბარში თურმე, რუსები ერთობოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ვიღაც ქართველი „ძაან პატრიოტები" მიუვარდნენ და დაუწყეს გახურება - ღორები ხართო!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე წერს და ამბობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს „რუსი ტურისტების“ ღრეობა არ მოსწონთ, მაშინ ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს.
„ადრე გაზეთში დავწერე სტატია ამის შესახებ და ვერავინ გამცა პასუხი... გთხოვთ, ამიხსენით ვინმემ თუ იცით, რუსეთთან ცალმხრივი უვიზო რატომ გააკეთა მიშამ?
ეს იმით აიხსნებოდა, რომ უნდა შემოსულიყვნენ ტურისტები შეუფერხებლად...
მე ჯერ ერთი მაინც არ მესმის, მტრად რომ აცხადებ ქვეყანას, იმის „ტურისტები“ რად გინდა?
აქ ფულს დახარჯავენო - ეს „არგუმენტი" არ მესმის, რას ნიშნავს? ანუ პრინციპებს ფულზე ვყიდით? მტერმა ოღონდაც ფული დაგვახარჯოს და რა უშავს, რომ მტერია? და ყველაზე მთავარი - ადრეც და ახლაც არაერთხელ
ვნახე ვიდეოები და პოსტები ფეისბუკში, რომ სადღაც ბარში თურმე რუსები ერთობოდნენ, მღეროდნენ,
ცეკვავდნენ და ვიღაც ქართველი „ძაანპატრიოტები" მიუვარდნენ და დაუწყეს გ ა ხ უ რ ე ბ ა - ღორები ხართო!
რას ცეკვავთ და მღერითო! რა ამბავში ხართო! ასეო, ისეო!
კაცო, თქვეჩემისძაანპატრიოტებო! ტურისტი აბა, რატომ უნდა შემოვიდეს? თუ არ იცეკვა, არ იმღერა, არ გაერთო,
მაშინ ფული რაში უნდა დახარჯოს? ანუ, თქვენ გინდათ, რომ რუსი ტურისტი შემოვიდეს, ა გ ი ნ ო თ, ლანძღოთ,
„პ უ ტ ი ნ ხ უ ი ლ ო" აყვირებონოთ ქალაქის მოედანზე, მუხელბზე ხოხვით სვეტიცხოველს ათჯერ შემოუაროს
და ტ ო ტ ლ ე ბ ე ნ ი ს გაქცევის გამო პატიება გთხოვოთ - და ამაში იხადოს ფული? თუ რას ითხოვთ მათგან?
ტურისტი ყველგან იმისთვის ჩადის რომ გაერთოს! და თუ „ჩვენს ქვეყანაში რუსების ღრეობა" - აუტანელია
თქვენთვის, როგორც თავად „ძაანპატრიოტულად" აცხადებთ, მაშინ გ ა ა უ ქ მ ე თ ცალმხრივი უვიზო, მაგრამ ამის ტ რ ა კ ი ც რომ არ გაქვთ? ეგაა სწორედ.
მთავარი უბედურება, რომ„პატრიოტიზმიც" თქვენთვის პაკაზუხობაა მხოლოდ და ომიც კი, აგერ, პოდიუმად
გამოიყენა ზოგიერთმა პინოქიო პოლიტიკოსმა...
თქვენი „ნ ა ხ ე ვ ა რ პ ა ტ რ ი ო ტ ა" შუბა დავხიე...“, - წერს ბაკურ სვანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇