Digest Logo

„მწვადების სეზონია და თუ ჯოჯოხეთში უნდა მოხვდეთ, ეგ მაინც შეგრჩეთ“ – მამა ლევან ჯიქური

1669622296
ლევან ჯიქური

დღეს, 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო. კასპში მოღვაწე სასულიერო პირმა, მამა ლევან ჯიქურმა მორწმუნეებს მარხვის დაწყება მიულოცა და კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მარხვა.

„ვინც ბიბლია ვიცით, ისიც ვიცით, ადამიანებმა მარხვა რომ დავარღვიეთ, ამიტომ გამოგვაძევეს სამოთხიდან. ვისაც სამოთხეში კვლავ გვინდა დაბრუნება ისევ უნდა ვიმარხულოთ. ახლა სასუფევლის და სატანჯველის კიდე ვისაც არ გჯერათ, მწვადების სეზონია და თქვენ შიშით როგორ აგიკრძალავთ რამეს, თუ ჯოჯოხეთში უნდა მოხვდეთ ეგ მაინც შეგრჩეთ ქრისტიანებო გილოცავთ მარხვის დაწყებას. შენდობას გთხოვთ ჩემს უსჯულოებებზე“, - წერს ლევან ჯიქური.