სსიპ ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა მათი მოსწავლე შალვა წიკლაური:
„სსიპ ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლა დიდი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენი სკოლის მოსწავლეს — შალვა წიკლაურს.
უმძიმესი და ტრაგიკულია მისი ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა.
სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალისტები, მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეთა მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და გულწრფელად იზიარებენ შალვას მშობლებისა და ოჯახის ამ უდიდეს ტკივილს.
შალვა მუდამ ჩვენს გულებში დარჩება. მისი ნათელი ხსოვნა მარადიულია“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია დასვენება, შეიძლება რუტინული საქმეებით დაკავება“ - 6 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით
🎥 ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა - ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი
⭕როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით