Digest Logo

„მუშაობს გელა, ჭამს მურმანი“ - ნინი შერმადინი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რასაც სახალისო წარწერას ურთავს

1793950354
ნინი შერმადინინინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი ქალიშვილის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გამომწერები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ შერმადინის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში მის ქალიშვილს დედასთან განსაკუთრებული მსგავსება აქვს.

„აი ემ სფიჩლეს! ჩემთვის მინდოდა კი. მუშაობს გელა, ჭამს მურმანი, ვერ არის შოპინგზე თუ რა“, - წერს ნინი შერმადინი და პოსტს მხიარულ ემოჯებს ურთავს.

ცნობისთვის, ნინი შერმადინი უკვე წლებია ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მომღერალი იქ საკუთარ მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს, სადაც ქართველ ბავშვებს ვოკალსა და სიმღერას ასწავლის. მიუხედავად დატვირთული საქმიანობისა, ნინი სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ კადრებსა და ქალიშვილთან ერთად გატარებულ მომენტებს.

✕