Digest Logo

„მზის ჩასვლა“ - მისტიკური გომისმთა ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში

1788154029
გომისმთა გომისმთა

გომისმთა წარმოადგენს მაღალმთიან კლიმატურ საზაფხულო კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზღვის დონიდან 2100–2755 მეტრზე მდებარეობს. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი „ღრუბლების ზღვით“, სადაც ზღვიდან წამოსული ნოტიო ჰაერი ხეობაში ცივდება და მნახველს საოცარ სანახაობას უქმნის. 

კურორტი აქტიურია მხოლოდ ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის პერიოდში (ივნისი–სექტემბერი), ხოლო ზამთარში აქაურობა იფარება 3 მეტრამდე თოვლით და გზა იკეტება.