მეგაპროექტ „საქართველოს ხმის“ პირველ სატელევიზიო ქასთინგზე ნინი ხაფავას ტრიუმფალურმა გამოსვლამ ტელეეკრანების მიღმა, სოციალურ ქსელებშიც ნამდვილი სენსაცია გამოიწვია.
არჩილ სოლოღაშვილის რჩეულის ვიდეომ გამოქვეყნებიდან სულ რაღაც 2 დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
გამოსვლის კადრები ვირუსულად ვრცელდება, ინტერნეტმომხმარებლები კი ნინი ხაფავას ვოკალური მონაცემებითა და ემოციური შესრულებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ:
„ამ ბოლო დროს ამაზე კარგი თუ რამე მომესმინოს. ფოლკლორშიც კი არ ჰგავს არავის და არაა სტანდარტული. სასწაული გოგონაა. უცხო და შემკული. მე შენი გულშემატკივარი ვხვდები. 🎉🎉🎉🎉🎉“
„ჩემო ოქროს გოგო❤️ვამაყობ შენით🥹❤️🌟“
„უმაგრესი მონაწილეა ყველანაირად. კაშკაშებს სილამაზით, ხმით, გავგიჟდი რააა. ბრავოოოო, უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ 🙏🏻🥹🥰🌟❤️…“.
ცნობისთვის, „საქართველოს ხმის“ პირველ სატელევიზიო ქასთინგზე არჩილ სოლოღაშვილის ოქროს ღილაკის მფლობელი ნინი ხაფავა გახდა!