Digest Logo

„ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა“ - გვანცა ბუდაღაშვილი რამიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

1679390377
გვანცა ბუდაღაშვილი

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით შოკის მომგვრელი ისტორია გაიხსენა, სადაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

👉„პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

ამ განცხადების შემდეგ, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გვანცა ბუდაღაშვილმა გაბედა და რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროების ფაქტი გაამხილა, გარდა ამისა, მან „პოსტტივის“ დირექტორთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. 

„თუ სწორად მახსოვს 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ “პოსტ ტვ” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის უკვე აღარავის გაგაოცებთ.

ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკა, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.

რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცები გავარკვიოთო.
მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა.

მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა სისულეებით სცადა თავის მართლება.

ამ ამბიდან მალევე „ევოში” დავიწყე მუშაობა და მწერდა რომ პირდაპირ საცოდაობაა როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე „შემახარბა” რომ „პოსტ ტვ” უკვე ნამდვილი ტელევიზია გახდა.

ასეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა, რომ ძალიან ძალიან მალე გაჰყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს (ზოგიერთი სქრინი შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ ვინმეს თუ სრული ჩათის ნახვა სურს არც ეგაა პრობლემა)“, - წერს გვანცა ბუდაღაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“

🎥 ნატა გულიაშვილს ახალი მანქანა ჰყავს - „ჩემს შავ თმას უხდება ხო?“

🔵„მირეკავდნენ ჟურნალისტები, გავიგეთ, აპარატზე ხართ შეერთებულიო“ - რას იხსენებს ნინო ნადირაძე