Digest Logo

„ნებისმიერ საშუალო ოსტატობის ხელოსანს შეუძლია თვეში მინიმუმ 5000 ლარი და ზევით გამოიმუშაოს“ - დავით გადელია

1664774922
გადელია და ხელოსანი

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოში ხელოსნებისა და დამკვეთების პრობლემას უსვამს ხაზს. გადელია წერს, თუ რამხელა ფინანსური პოტენციალი გააჩნია კარგ ოსტატს პატიოსანი შრომის შემთხვევაში და როგორ ფუჭად უშვებს ამ შანსს ზოგიერთი მათგანი.

„უსტაბაშობის კანდიდატის ფიქრები

მშენებლებთან, ხელოსნებთან და რემონტის დარგის მუშაკებთან ურთიერთობის ისეთი დიდი გამოცდილება დამიგროვდა ბოლო წლებში, რომ სურვილი გამიჩნდა აღვადგინო ხელოსანთა, ამქართა გილდიები და ვუხელმძღვანელო რომელიმეს (ელექტრიკოსების, კარების ჩამყენებლების, მღებავების - სულ ერთია, ნებისმიერი შემიძლია), ვიყო რომელიმე გილდიის უსტაბაში! რატომ? ძალიან დიდი ფინანსური პოტენციალია თითოეულ გილდიაში, უბრალოდ აკლიათ:

1. ორგანიზებულობა;

2. პიარი და საზოგადოებაში სათანადო ადგილი.

ძალიან მარტივი გამოთვლებით დარწმუნდებით, რომ ნებისმიერ საშუალო ოსტატობის ხელოსანს შეუძლია თვეში მინიმუმ 5000 ლარი და ზევით გამოიმუშაოს. კარგს - 10 ათას ლარამდე, გააჩნია ხელობის სახეს. ამის მიუხედავად, ხელოსნების დიდი უმრავლესობა არიან მუდმივ ფინანსურ გასაჭირში, მუდამ ლანძღვის ობიექტები და არც თავს არგიან წესიერად და არც საზოგადოებას... კიდევ რატომ? მთავარი მიზეზია ის, რომ... არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ წყენის გარეშე პრობლემის არსს ვერ ჩავწვდებით... მთავარი მიზეზია ის, რომ ხელოსნებად უმეტესად მიდიან ის ადამიანები, ვისაც სხვა გზა არა აქვთ! სკოლაში ცუდად სწავლობდნენ, იყვნენ უპასუხისმგებლოები, ზარმაცები. არიან გამონაკლისები - როცა ბავშვი მიყვება მამის გზას. მამამ თავიდანვე იცის რა სტაბილურად კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს მისი შრომა წესიერად მუშაობის შემთხვევაში, არა აქვს ამბიცია, რომელიც ხშირად ტვინს ურევს ადამიანს და თავიდანვე აჩვევს ბავშვს ხელობას. ასეთებს, ცხადია მეტი შანსი აქვთ კარგი ხელოსნები დადგნენ - თუ შესაბამისი ნიჭი და შრომისმოყვარეობაც დაჰყვებათ. ხოლო იმ პრინციპით - „სხვაში ვერაფერში ვივარგე და ხელოსნობას მაინც დავიწყებ“, თანაც ცუდი უნარ-ჩვევებით, სწორედ ის შედეგი დგება, რაც სახეზე გვაქვს! - ზარმაცი, უპასუხისმგებლო, არაორგანიზებული, კეთილმო.. პარდონ!... გამიტაცა საფიქრალმა და დარდმა... ხელოსნები. ჰოდა, ჩემი და ჩემისთანების უსტაბაშობა თავად ამ ხელოსნებს, მათ ოჯახებსაც გამოადგება და მთელ საზოგადოებასაც! მხოლოდ ღირსეულებს მივიღებდი გილდიაში, ვისაც მადლიერი მომხმარებლების რეკომენდაციები დაუგროვდებოდათ (მინიმუმ 10!). მიღების რიტუალზე, ვორდინგზე, უკვე ვმუშაობ და წარმოგიდგენთ. ცხადია რიტუალიც, სიტყვებიც და გერბიც სპეციფიკური იქნება- ხელოსნობის მიმართულების მიხედვით. კალატოზების გერბი კარგა ხანია მოფიქრებულია და თავიდან რატომ ვიწვალო.. უსტაბაშის გულსაბნევს ჩემი ძველი ძმაკაცი გამიკეთებს - ბოლო დროს ახალი ჰობი აქვს, სამკაულების კეთება. მისი ხასიათი ვიცი - ცოტას შევაქებ და სიამოვნებით შექმნის ყველა მიმართულების უსტაბაშისთვის მედალიონს!
მთავარი და მნიშვნელოვანია მეორე საკითხი - ხელოსნობის პროფესიის საზოგადოების თვალში მაღლა აწევა! სამწუხაროდ, მარტო შიმშილით საქართველოში ამას ვერ მიაღწევ. მაინც დიპლომი და შემდეგ უფულობა და სახლში ჯდომა, ან დიპლომით ტაქსაობა ურჩევნიათ თავიდანვე ხელოსნობის შესწავლას. ჩემი უსტაბაშობის შემთხვევაში, შევეცდები შევიყვანო 1-2 ხელოსანი პარლამენტის სიაში გამსვლელ ნომრად. დავაწესებ სანტექნიკის, მჭედლის, დურგლის, მღებავის და ა.შ. დოქტორის ხარისხს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნებიან ხელოსნობით გამდიდრებული ადამიანები და ჟურნალ „სარკეში“, „გზაში“... კიდე რა ჟურნალებია.. გამოვაქვეყნებ მათ სააბაზანოებს, სად და როდის შეხვდნენ პირველად თავიანთ პირველ სიყვარულს, პირველ კლიენტს, პირველ რაზვადნოი კლუჩს, ქაფჩას, ან დრეკად სიფონს. გამოვიყვან ტელევიზიით და ავეჯის რესტავრატორს პირდაპირ ეთერში ვაგინებინებ პარკეტჩიკებს, გიპსო-კარდონშიკს - მალიარებს; ყველას ერთად- „იმედის“ ეთერში- მელიას ან გიორგი ვაშაძეს, ხოლო „მთავარზე“- მდინარაძეს. სანაიას ვათქმევინებ „პირველზე“: „ - რად მინდა მაგის გამოჩენილი და მსოფლიოში განთქმული კერამო - გრანიტის წყობა, პუტინს სახალხოდ „ხუილო“ თუ არ დაუძახაო!“ ... და ეგაა რა- ხელოსნობა ხდება პრესტიჟული პროფესია! აზრიანი, ბეჯითი ბავშვებიც ხდებიან ხელოსნები და მთელი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში 1000 ლარზე "სპეციალისტად „მუშაობის ნაცვლად, მართლა სპეციალისტები ხდებიან მინიმუმ 10 000-ნი ანაზღაურებით!

...ეპილოგის ნაცვლად; დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ ხუმრობით მოყოლილ პრობლემაში რამდენი სიმართლეა „შეყოლებული“, - წერს დავით გადელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა“ - რის გამო დაინგრა აჩიკო მეფარიძის ოჯახი?

🎥 „საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნაწილი აქაურობასთანაა დაკავშირებული. ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი მოგონება არ მაქვს“ - ნოე ჟორდანიას შვილიშვილი

🎥 „მთელ პირველ სართულზე იქნება სამუზეუმო სივრცე, ხოლო მეორე სართულზე მოეწყობა ნოე ჟორდანიას კაბინეტი“ - თეა წულუკიანი „ნოესთან“