„სინამდვილეში, ნესტან-დარეჯანი ცუდი ადამიანია, ვაღიაროთ, მაგრამ ეს რომ ბავშვმა დაწეროს, ქულას ვერ მიიღებს“ , - განმასხვავებელ ნიშნებზე ამერიკულ განათლებასა და ქართულ განათლებას შორის - გიორგი ბაქრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
აღნიშნულ განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორისაა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელმაც ბაქრაძეს ეთანხმება და მხარი დაუჭირა.
„ნესტან-დარეჯანი საკუთარმა მამიდამ გალანძღა, სულ როსკიპი და ბ@ზი ეძახა და რა უჭირს თუ გ. ბაქრაძეც გალანძღავს?!:)))
ქართველობას ვკარგავთ?!
ისე ნესტან-დარეჯანი ინდოელი იყო, ინდოეთის მეფის ასული.
როდიდან იხოკავენ თავებს ეს მჟავე პატრიოტი ქართველები ინდოელის პატივისა და ღირსების დასაცავად?!:)))“,- წერს დეკანოზი ჭიღლაძე.
ამავე თემაზე: