Digest Logo

„ნეტა მეც შემეძლოს, ბებია-ბაბუის საფლავი სამოთხედ გადავაქციო“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი გელა ბარკალაიას მიმართ კრიტიკას ეხმაურება

1755604707
მაიკო კაჭკაჭიშვილი

ცნობილი ბიზნესმენის გელა ბარკალაიას მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელში ატვირთულმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა. გე­ლამ შვი­ლის, მათე ბარ­კა­ლა­იას ნიშ­ნო­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას - სენაკში, მშობ­ლი­ურ სოფელში, საკუთარი მშობლებისა და ბებიის საფლავზე აღნიშნა. ამბავს სოცქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რომელსაც ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, მათ შორისაა კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი.

„რატომ დასცინით გელა ბარკალაიას?

დედ-მამა ბებია და ბაბუა რომ უყვარს და პატივს სცემს მაგიტომ?

და მათთან ერთად რომ უნდოდა ბედნიერების გაზიარება მაგიტომ?

ნეტა მქონდეს საშუალება მეც სამოთხედ გადავაქცევდი ჩემი ბებიას და ბაბუას საფლავს და ყველაფერს სასიხარულოს მათთან ერთად გავიზიარებდი!

ყველაზე მეტად მიყვარს და მეყვარება ორივე.

მერე რა, რომ აღარ არიან ….“,- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.