მომღერალმა ნინი შერმადინმა, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას ემოციურ პოსტს უძღვნის და წერს, რომ იგი 70 წლის გახდებოდა:
„დღეს ჩემი ყველაზე კეთილი მამი 70 წლის გახდებოდა…
ყველაზე მეტად კი მისი სიყვარულით სავსე გამოხედვა და მისი დაძახებული ორი ჯადოსნური სიტყვა მენატრება…
„მამას გულო…“.
არავინ ამბობს ისე და აღარც არავინ მეტყვის როგორც ის ამბობდა. ამ ორ სიტყვაში იმდენი სიყვარული, სითბო, სიამაყე და დაცულობის განცდა იყო, რომ დღესაც გულში ჩამესმის მისი ხმა.
ძალიან მენატრები, მამა…
დღეს კიდევ ერთხელ გილოცავ შენს 70-ე დაბადების დღეს იქ, სადაც ხარ. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, იმ სიყვარულისთვის, რომელიც დამიტოვე და იმ ძალისთვის, რომელსაც დღემდე შენგან ვიღებ.
სამუდამოდ ჩემს გულში…
მიყვარხარ ძალიან ძალიან…
პოსტად რატომ ვწერ არ ვიცი, თითქოს მგონია ნახავს… ან უბრალოდ ემოციას გულში ვერ ვატევ და თქვენი ნუგეში მჭირდება…
იცით სულ რაზე ვფიქრობ? ნეტა სანამ ცოცხლები იყვნენ თუ ვაგრძნობინე, როგორც მიყვარდნენ… სულ მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ რაღაც ვერ გავაკეთე ბოლომდე, რაღაც დავაკელი. ნეტა რამე ხომ არ ვაწყენინე, რომ არც მესიზმრებიან… ალბათ შევხვდებით ისევ, როცა ღმერთი ინებებს“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თელავის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 56 წლის კაცი ემსხვერპლა