Digest Logo

„ნეტავ საიდან მოდიან, ან სად მიდიან ხოლმე ნაადრევად შეწყვეტილი პატარა, ლამაზი სიცოცხლეები…“ - ლუი ორაგველიძის ემოციური პოსტი

1695972172
შოვის ტრაგედია

რაჭაში, შოვში დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე ბევრი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ თემაზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ლუი ორაგველიძე ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სტიქიის დღიდან მოყოლებული ძალიან დათრგუნული ვარ, მაგრამ გუშინდელმა სურათმა კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაფიქრა ყველაფერზე.

ის სურათი რაც დაგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს ეს იყო ენით აუწერელი გულის ტკივილი …. ისე წამოვედით გზაზე არც დავკონტაქტებივართ ერთმანეთს ….ყველა ფიქრმა გაგვიტაცა.

ნეტავ საიდან მოდიან, ან სად მიდიან ხოლმე ნაადრევად შეწყვეტილი პატარა, ლამაზი სიცოცხლეები…..

ვიცით, რომ ღმერთთან ურჩევნიათ, ალბათ იქ უფრო თბილად არიან, უშიშრად და უსაფრთხოდ სძინავთ ვიდრე აქ, დედამიწაზე…. არასოდეს რომ არ ახსოვს ლანჩხუთს ისეთი სტიქია დაატყდა წელს და თან გაიყოლა ბრიალათვალება, სიცოცხლით სავსე პატარა ვაჟკაცები . იმედია, ეს დიდი გადანაცვლება სამყაროდან სამყაროში ვერც გაიგეს, იმედია არაფერი ეტკინათ.

ჩვენ კი დაგვიტოვა უამრავი კითხვა, რომელზედაც პასუხები არც კი ვიცით….. ერთი რამ კი ცხადია, რაც შეიძლება მეტი სიკეთე, მადლი და სიყვარულია. მოსასწრები აქ, სანამ სტუმრად ვართ, სანამ მარადისობაში გადავალთ.

მანამდე კი გვჯერა, უფალს ეს უმანკო პტარები შეავედრებენ ჩვენს ქვეყანას, მათ ოჯახებს , თანატოლებს….
ანგელოზებთან ერთად  იქიდან გააძლიერებენ თავიანთ მშობლებს. ნეტავ ჩვენზე რას ეტყვის უფალი მათ“, - წერს ლუი ორაგველიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთო რა საშინელებაა... მკვლელობაა მეგობრებო, მე სხვას ვერაფერს გეტყვით“ - გივიკო დიდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მეგობრებო, კარგი ამბით ვარ“ - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც ახალგაზრდა კაცს ეძებდა

„სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა“ - გორში შვილმა მამა მოკლა