„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე საუბრობს.
„მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება.
ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად.
ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი...ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს. არ ჩათვლიან ისინი ამას“, - აცხადებს გვარამია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ცხონება მისურვეთ... 12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი“ - გიორგი გილიგაშვილი