საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. მან ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, ის პრეზიდენტს მადლობას უხდის.
„საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. Salome Zourabichvili მიიღეთ უდიდესი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემგან, როგორც ერთი მოქალაქისა და ერთი ჟურნალისტისგან დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის.
გულაჩუყებული ვზივარ Nika Gvaramia მიყვარხარ, ნიკა შენს თავისუფლებას გაუმარჯოს!!! ბედნიერი ვარ! „მთავარ არხს“ ვულოცავ , ნიკას არხის ყველა თანამშრომელს და ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, ვულოცავ ნიკას ოჯახს , საყვარელ სოფოს და ბავშვებს ყველას, ყველას, ვინც იბრძოდა ნიკას თავისუფლებისთვის და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა პრეზიდენტს!“ - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ: