ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა.
მას ერთი შვილი ელენე კუტალაძე ჰყავს, რომელთან ერთადაც შვედეთში მოგზაურობს.
ქალაქ სტოკჰოლმში გადაღებულ კადრებს დედა-შვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილი პოპულარული ქართველი მომღერალი და მსახიობია.
სულ რაღაც 5-6 წლის ასაკიდან მღეროდა პოპულარულ საბავშვო სტუდია „ბასტი-ბუბუში“ და იყო მისი ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე - „ნანა ჩემო ბაია“ გადაიღო.
მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ქართულ ფილმსა და სერიალში, მათ შორის აღსანიშნავია მისი როლი მხატვრულ ფილმში „კონფლიქტის ზონა“
წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“ სხვადასხვა გადაცემის წამყვანად.


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო მეგრელიძე ილია სულამანიძესთან ერთად პოზირებს - ახალდაქორწინებული წყვილის უახლესი ფოტოები
⭕„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი...“ - 31 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით