33 წლის მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც 5 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა, ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.
მომავალში შვილის ყოლას რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,- წერს ნინი ქარსელაძე.
ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
„მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, - თქვა ნინიმ.
თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. იგი ნინიზე 8 წლით უფროსია. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ როგორ მიულოცა ნანუკა გულუას ქალიშვილმა სალომე გოგიაშვილს დაბადების დღე