Digest Logo

„ნინოწმინდა ასე შეგვეგება, ბოძებზე თუ სახლების სახურავებზე ყარყატები პოზიორობდნენ, ხანჩალის ტბის დაისსაც შევესწარით“ - ბადრი ვადაჭკორია გასაოცარ ფოტოებს აქვეყნებს

1722935917
ბადრი ვადაჭკორია

ქალაქ ლანჩხუთში დაბადებულ 77 წლის ცნობილ  ჟურნალისტსა და ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ყველა იცნობს. ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. იგი წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტო მემატიანე იყო და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ვადაჭკორია ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.

ამჯერად ფოტოხელოვანი ნინოწმინდაში გადაღებულ  საოცარ კადრებს აქვეყნებს, რის გარშემოც ბუნება თვალისმომჭრელად გამოიყურება. 

„ეს საქართველოა!

ბეშუმის ულამაზესი დღესასწაულიდან, გადავწყვიტეთ ჯავახეთის გავლით დავბრუნებულიყავით თბილისში, სწორადაც მოვიქეცით გზა ჩემს სახლამდე აბსოლუტურად თავისუფალი იყო, როცა თბილისის შემოსასვლელებში და გვირაბებში ხალხი საათობით იდგა თურმე საცობში...

ნინოწმინდა კი ასე შეგვეგება, ბოძებზე თუ სახლების სახურავებზე ყარყატები (ლაკლაკები) პოზიორობდნენ, ხანჩალის ტბის დაისსაც შევესწარით და შორს, ტბის მეორე მხარეს „დიდ ჩიტებს“ - ვარხვებსაც მოვკარი თვალი, ძალიან შორს ბრძანდებოდნენ და ამიტომაც ფოტო ისეთი მკვეთრი არა არის (FXT-5 Fujinon 100-400mm)...

ამასობაში დაღამდა კიდეც, მანამდე კი ამ ტბის რეინჯერი ძალიან კარგი, ყურადღებიანი ბიჭი ჰაიაკი გავიცანით...“, - წერს ბადრი ვადაჭკორია.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე თენგიზ ყურაშვილი

„თუ ამ დღეს დაიწყო დიდი გაუგებრობები, ომები, ეს მალე არ მორჩება... დიდი ენერგეტიკული მუხტი წამოვა“ - ასტროლოგი სამი რვიანის მოვლენაზე

„ოცი წლის წინ მეგონა, ამ ასაკში დიდი შვილები მეყოლებოდა, სხვანაირი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება“ - რას ამბობს ნინო მუმლაძე