ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში.
წყვილი 29 მაისს, მეორე შვილის მშობლები გახდნენ, მათ ბიჭი შეეძინათ და იესე დაარქვეს.
ისინი სოციალურ ქსელში გამომწერებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავენ და შვილების ფოტოებს აქვეყნებენ:
„ნოე და იესე გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!
არასოდეს გაქრეს ბავშვური ღიმილი, ცნობისმოყვარე თვალები და გულწრფელი სიყვარული, რომელსაც მხოლოდ ბავშვები გვჩუქნიან.
ნოე და იესე ყველა პატარას უგზავნიან ყველაზე თბილ ჩახუტებას და გისურვებენ, რომ თითოეული ბავშვი იზრდებოდეს სიყვარულში, მზრუნველობაში და სიკეთით სავსე სამყაროში.
გაუფრთხილდით ბავშვებს“, - წერია გავრცელებულ ფოტოებზე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვრცელდება ებოლას ვირუსი? - ივანე ჩხაიძის განმარტება
⭕გაიგე ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოთვალეთ თქვენი წარსული ცხოვრება!