Digest Logo

ნუკი კოშკელიშვილი შვილის სქესის გაგების ცერემონიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

1750576711
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.

ნუკიმ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება. 

ამჯერად, იგი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს, სადაც შვილის სქესის გაგების ცერემონიალისთვის ემზადება .