Digest Logo

ნუცა ჯანელიძეს საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს

13/3/2024 • 10:11
ნუცა ჯანელიძე

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის 12 მარტს, ნუცა ჯანელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, სადაც ნუცას მეგობარმა სოსო ტყემალაძემ ბინა აჩუქა.

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე საიუბილეო საღამო „თბილისი ხომ სიმღერაა“ მიეძღვნა მუსიკოსის ქალბატონ ნუცა ჯანელიძის იუბილეს, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახლგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ხელი შეუწყო მათ ჩამოყალიბებას ინდივიდუალურ შემსრულებლებად ქართულ საესტრადო სცენაზე. 

საიუბილეო საღამოს ბოლოს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნუცა ჯანელიძის სახელობითი ვარსკვლავი. 

ყველაზე დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა ნუცასთვის იყო მისი მეგობრის სოსო ტყემალაძის საჩუქარი - თბილისში საცხოვრებელი ბინა ნუცა ჯანელიძისთვის“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ