Digest Logo

„ოჯახში პატივისცემით და მშვიდი ტონით საუბარი არის ყველაზე ძლიერი „აღმზრდელი“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

1759349284
 გიორგი ჩოგოვაძე

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად გვიზიარებს რეკომენდაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც მშობლებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს:

„როგორ აღზარდონ მშობლებმა საკუთარი თავები?

ყველაზე პირველი და მთავარი მისია მშობლისთვის არის საკუთარი თავის აღზრდა, რადგან ბავშვები სიტყვებს კი არა, მაგალითებს იმახსოვრებენ.

აი, რამდენიმე მიმართულება, როგორ „აღზარდონ“ მშობლებმა საკუთარი თავები:

მშობელმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი გაბრაზების დროს არ ყვირის და ემოციებს თოკავს, ბავშვიც იმავეს იმახსოვრებს.

ზრდასრულობა ნიშნავს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. მშობელმა უნდა იცოდეს „არა“-ს თქმა, რომ ბავშვმაც ისწავლოს საზღვრების დაცვა.

მშობელი, რომელიც კითხულობს და სწავლობს, ბავშვს გადასცემს იდეას, რომ სწავლა არასდროს მთავრდება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვა: კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა – ეს შვილისთვის ირიბი მესიჯია.

საკუთარ ემოციურ საჭიროებებზე ზრუნვა ბავშვს ასწავლის, რომ თვითზრუნვა აუცილებელია.

ოჯახში პატივისცემით და მშვიდი ტონით საუბარი არის ყველაზე ძლიერი „აღმზრდელი“.

მშობელმა უნდა შეძლოს თქვას: „ბოდიში, არ ვიყავი მართალი“, თუნდაც ბავშვს მოუბოდიშოს“, - წერს გიორგი ჩიგოვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ელოდეთ თითქოსდა დაკარგული ადამიანების გამოჩენას ბოდიშების მოხდით“ - რას ამბობს წინასწარმეტყველი

„შენი ოცნების მეზობლის გოგო, ძველ თბილისში“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები

🎥 სიკვდილი, რომელიც გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა! - რას ამბობს ეზოტერიკოსი ცნობილი თურქი მომღერლის Güllü-ს ტრაგიკულად დაღუპვაზე