გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოლიგარქების შესახებ წერს.
მისი თქმით, ქვეყნიდან ოლიგარქს თუ არავინ გააგდებს, თავისი ნებით არ წავა.
„თუკი გსურთ რომ ვინმე პოლიტიკოსი ან ოლიგარქი სადმე წავიდეს ან პოსტი დატოვოს,
მსურველებმა უნდა ეცადოთ და უკეთესი საშემოსავლო ადგილი უპოვოთ. გამგდები არავინაა საქართველოში და მისი ნებით რატო დატოვებს სალაფავ თბილ ადგილს ვინმე?
სადღაც წავიკითხე, ვიღაცა სახელიანმა მიშა უნდა გადაიყვანოს უცხოეთის კლინიკაშიო... მერე დაწყნარდება ეს შინაგანი ომიო – არა, უკაცრავად, „შიდა ომი“ არ უხსენებია, მერეო ამ მოლაყბეებსო სალაყბო დაეხურებათო,
ანუ, ჩემისთანა ხალხი ხმას ჩაიგდებსო….
ე ბიჯო, თუ გოგო თუ ვინც ხარ…
არც ერთხელ არასოდეს არ მიხსენებია და ალბათ ასე ათი წელი არ მექნება იმის ბედნიერება, რომ ოპოზიციის პარტიის გაფლანგული თუ მითვისებულ ფულზე სიტყვა დავძრა – მე მთვარეზე კი არ გავზრდილვარ, იმერელი სამტრედიელი ვარ და მიყვარს კაი ჭამა-სმა, თანაც პროფესიულად დანამდვილებით ვიცი რომ ჭამა-სმა ყველას ესაჭიროება.
ამიტომაც, ჩემი აზრია რომ ჭამეთ ბიძიბაბუებო და ბიცოლებო რაც გინდათ, ოღონდაც საქმე აკეთეთ.
საქმის კეთების შედეგს თუ ვერ დებთ, ოლიგარქი ყოვლისშემძლეაო ამის გამო, სურვილის და აქტივობის დასტური მაინც დადეთ – ვის რა სთხოვეთ წერილობით და რა პასუხი მიიღეთ – აი ეს მაინც.
საქმე ათი წელია არ გიკეთებიათ და ახლა სააკაშვილის ჩამოსვლამ და პატიმრობამ შეგიშალათ ხელი?
სადისკუსიო თემებიც კი არ გაქვთ“, - წერს ფრანგიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 წყლის უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომელიც 9 ოქტომბერს უნდა განვახორციელოთ
🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო
🔘„მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი, კვარაცხელიას გარეშე“ - მერაბ ჟორდანია