
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში არსებულ სამხედრო მდგომარეობაზე საუბრობს:
„თუ დღევანდელ დედამიწას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ კონტინენტებზე ზონა აღარაა დარჩენილი, სადაც სამხედრო კონფლიქტს არ ჰქონდეს ადგილი. ამავდროულად კი ეს მეტად დამახასიათებელი ნიშნებია იმ დროებისა, რასაც გავდივართ.
გუშინ, აშშ-ში ამერიკელ სამხედრო ლიდერთა შეკრება გაიმართა. შეკრებაზე გამოვიდა „ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“ - პიტ ჰეგსეტი, რომელმაც, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ განაცხადა: „მოემზადეთ ომისთვის, იმიტომ კი არა, რომ ომი გვინდა, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა!“.
ძია სემი ჩვეული პოზიციით დაემუქრა ჩინეთს და აზიურ გაერთიანებას, ხოლო ამ ყველაფრის შემდგომ რამდენიმე საათში მოხდა ისეთი რამ, რითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ ისრაელმა და მათმა გარემოცვამ მიიპყრო:
ღამის საათებში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების უზარმაზარი არმადა ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა, იგულისხმება, როგორც საჰაერო ტანკერები, ისე გამანადგურებლები.
უახლოეს საათებში ან დღეებში გავიგებთ, რისთვის წავიდა აშშ-ს ელიტარული კორპუსის ძალოვანი სტრუქტურა დანიშნულების ადგილისკენ: ამ წამს მაინც ორი ვარიანტია: ან ავღანურ ბაზებს იბრუნებს ამერიკა (როგორც თავად ტრამპმა მიგვანიშნა) ან ახლო აღმოსავლეთში ირან-ისრაელის მეორე ტაიმი იწყება.
ამ ყველაფერს ემატება ამერიკული ჰაერ-საზენიტო დანადგარების განთავსება ნორვეგიისა და დანიის საზღვრებთან, არნახულად ძლიერდება ევროპული ბლოკი, რუსული დრონები ნატოს წევრ ქვეყნებს აწუხებენ, ხოლო მეორე მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების მზადყოფნა ისმის.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რაც არ იცოდით ან არ იყო მოსალოდნელი. მე წლებია, ჩემს გეოპოლიტიკურ ანალიზებში ვწერ და ვამბობ, ომი მხოლოდ გაფართოვდება იმისთვის, რომ მივიღოთ კულმინაცია და შემდგომ ხალხმა გადაწყვიტოს რა გზას აირჩევს.
გლობალური მოაზროვნეების კატეგორიით, (რომლებიც ფარულად მოქმედებენ) მსოფლიო უნდა გახდეს ერთპოლუსიანი, რაც ჯერ დაბლა ბევრმა არ იცის ან იციან და თავს იტყუებენ, ხოლო ერთმმართველობა საბოლოოდ ლოგიკურ წერტილს დაუსვამს რეალობას.
საამისოდ კი ყველაფერი მზად არის.
ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთსა და ნატოს შორის ვითარება გამწვავდება, ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ ვიხილოთ საომარი შეტაკებები, რთული მდგომარეობა იქნება ლათინო ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთში მიდამოებში. ვფიქრობ, ტაქტიკური ატომური ქობინის გამოყენების ვარიანტი არაერთგზის გაჟღერდება.
თუ დააკვირდებით, ჩინეთის პოზიციაა ბრძნული და საინტერესო, ცოცხალი თავით არ გადადის ტაივანსკენ იერიშზე. ელოდება მოკავშირეების შედეგებს და აშშ-ს ნაბიჯებს მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე.
სამწუხაროდ, ვერ შეაჩერა დონალდ ტრამპმა დაძაბულობა, პირიქით, მან მეტად არია სიტუაცია, ამას მე მივხვდი უკვე სოციალური თვალით მის გაპრეზიდენტებამდე ცოტა ხნით ადრე და ახლაც ვადასტურებ, ჯერჯერობით, ტყუილად გაქვთ მისი იმედი, დასავლეთშიც ტირანიაა, ხოლო ამ ტირანიის „ზე გამოვლინება“ ახლო აღმოსავლეთში ბენიამინ ნეთანიაჰუა, რომელმაც ყველა ზღვარს გადააჭარბა, რაც შეიძლებოდა ადამიანს გაეკეთებინა.
ბევრს არ სურს ამ სიმართლის დანახვა, მაგრამ უახლოესი მომავალი ანახვებს იმას, თუ ვინ ვინ იყო და ვინ რა გააკეთა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რთულია, მაგრამ დაცემის შემდეგ წამოდგომა არ დაგეზაროთ“ - რას წერს გივიკო დიდია
⭕ ავარია ორთაჭალაში - ტრაილერი ქვეითს შეეჯახა
⭕ მიმდინარე კვირის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის