Digest Logo

„ოპერაციიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და შემომთავაზეს მონაწილეობა“ - რას ჰყვება თიკა ჯამბურია რთულ პერიოდზე, როდესაც მის ცხოვრებაში „მედუზა“ გამოჩნდა

1753788462
 თიკა ჯამბურია

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.

მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული.

ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

მეგა შოუში მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.  

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პროექტის შესახებ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და აზიარებს იმ სიმღერას, რომელიც მან გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შეასრულა. 

როგორც თიკა წერს, ეს ნომერი ძალიან უყვარს და ეს მისი ოცნების ახდენა იყო.

„ვგიჟდები ისე მიყვარს ეს ნომერი.... მიყვარს ყველაფერი და ყველა რაც მედუზას უკავშირდება....

ეს იყო ჩემი ოცნებების ახდენა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დროს მოხდა ჩემი ამ შოუში მონაწილეობა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და შემომთავაზეს მონაწილეობა... ხოდა, ხომ ხვდებით ამხელა სტრესის მერე რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ჩემი და მედუზას შეხვედრა?“, - წერს თიკა ჯამბურია.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რომ მომ­ღე­რა­ლი კლი­ნი­კა­ში იწვა. რო­გორც მა­შინ ამბობდა, მკლავ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ვრცლად არ უსა­უბ­რია, მოგვიანებით კი ყველაფერი გაამხილა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ თი­კას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ლა­ნო­მის (კანის სიმსივნის სახეობა) დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და სას­წრა­ფოდ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, ახლა კი ყველაფერი კარგადაა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საუკეთესო წყვილი“ - თიკო ჩხეიძე ახალ კადრებს გვიზიარებს

„ის, რასაც სცენაზე თიკა ვერ ბედავდა, მედუზამ გაბედა“- თიკა ჯამბურია მეგა შოუში - „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

⭕🌄🌊 მთა თუ ზღვა? - დიდი შვებულების დილემა! სად ვისვენებთ უკეთ და რატომ?