
17 მაისს, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ გასვლის შემდეგ, რომლის თემაც ჭარბი წონა გახლდათ, ერთ-ერთმა სტუმარმა, მერსი სულხანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა.
რა მოხდა სინამდვილეში? - ამის გასარკვევად გადაცემის მთავარ პროდიუსერს, მაია სტეფნაძეს „პრაიმ თაიმი“ ესაუბრა.
„გადაცემის ჩაწერის პროცესში იყო მწვავე დისკუსია, რის შედეგადაც ფოტოგრაფმა გვანცა მაღლაკელიძემ სტუდია დროებით დატოვა. თუმცა, ამის მიზეზი მერსი სულხანიშვილის რეპლიკა არ გამხდარა. შექმნილი უხერხულობის გამო გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ გუნდი ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილს ბოდიშს უხდის“, - ამბობს მაია სტეფნაძე.
ბოდიში საკმარისი არ აღმოჩნდა მერსი სულხანიშვილისთვის, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გადაცემის პროდიუსერებს ერთი დიდი პოსტი მიუძღვნა.
„ამას, ვწერ როგორც კოლეგა და რაღაცნაირად მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.
ტელევიზია, რომელიც უნდა იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის, გადაცემები სასარგებლო და იმის ნაცვლად, რომ გადაცემები გმობდნენ ბულინგს მე გადაცემის სტუმარი გამხადეთ ბულინგის მსხვერპლი. ორი დღეა არ წყდება საოცარი მსგავსი შეტყობინებები, გრცხვენოდეთ ვინც სიმართლე იცის და ამდენი ხანი დუმს. არ შეგრცხვებათ ხვალ გადაცემას ბულინგზე, რომ დაგეგმავთ? როცა თავად არამხოლოდ საზოგადოება დააბულინგეთ, არამედ მე ისე დამიჭერით, დაამახინჯეთ კონტექსტი, რომ თითქოსდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. არ გიტყდებათ მართლა მაინტერესებს. ვინ მოგცათ უფლება ან რა მორალური უფლება გაქვთ ვინმეს აზრი ისე უშინაარსოთ დაამახანჯოთ, რომ საზოგადოებისგან ბულინგის მსხვერპლად აქციოთ?
მე მრცხვენია თქვენს მაგივრად. არა მარტო მე, არამედ საზოგადოებას უნდა მოუხადოთ ბოდიში მაგ „სენსიტიური“ თემის წამოჭრისთვის და მერე ასე დამახინჯებისთვის. ჯერ გადაცემას, რომ გეგმავთ საერთოდ ის მაინც გაარკვიეთ რა არის ჭარბი წონა, თამუნა გომართელს რომ სვამთ ორი წიგნი მოდაზე წააკითხეთ, რომ ნებისმიერ ბრენდს XS -დან დაწყებული XXL ჩათვლით აქვს და ეგ არ ითვლება ჭარბ წონად, ასევე რომელი რესპონდენტი იჯდა ჯერ მანდ ჭარბწონიანი? გადაცემას რანაირად ჭრით სახელი გადაარქვით და დაარქვით „აბდაუბდა” უმჯობესია მაინც როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ.
ამიტომ აქედან საჯაროდ გიწერთ, ორი დღე თავის მართლების მეტს არაფერს რომ არ აკეთებთ, მომეცით ჩემი შავი მასალა მთლიანად, თუ გადაცემის დაჭრაზე ისეთი ვინმე გიზით, ვინც არ იცის უფასოდ ვასწავლი,არ არის პრობლემა უფრო ხარისხიან დრამატიზებას ვასწავლი არ არის პრობლემა.
Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი Rustavi 2 • რუსთავი 2|“, - წერს მერსი სულხანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „დავეცი და რეანიმაციაში გავახილე თვალები“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე
🎥 „მეცხრე კლასში ვიყავი, პირველად რომ მხარში დამჭრეს“ - დათო ევგენიძე
🔵„რა მრავლის მთქმელია აზოველების გამოხედვა...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა