
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა.
შემდეგ კი, უამრავი პროექტში თუ სატელევიზიო შოუებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.
21 წლის რუსკას ჰყავს მეუღლე ლაშა მოწონელიძე, რომელიც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. წყვილს ასევე ჰყავს ერთი შვილი ზუკა.
რუსკას დღეს დაბადების დღე აქვს. საკუთარ იუბილეს მსახიობი ნიუ-იორკში შეხვდა, საიდანაც ახალი ფოტოები გაავრცელა:
„ოცნებები ნამდვილად ხდება“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თაკო მელიქიშვილი 5 ყველაზე შურისმაძიებელ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს