ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია, სოციალურ ქსელში თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარი ამბის შესახებ წერს. ვადაჭკორიას მონათხრობში, მოზარდების არასწორად აღზრდის პრობლემაა წამოჭრილი.
„დღეს ორმა შემთხვევამ საბავშვო მოედანზე შემაძრწუნა და მატკინა გული.
1. მაშო გავიყვანე ეზოში, ბავშვები ირეოდნენ, თამაშობდნენ, ზოგჯერ ჩხუბობდნენ.
პატარა ქერა ბავშვმა რუსულად მიმართა 6 წლის ქართველ გოგონას. გოგონამ ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ბებიამისმა რომ განწირული ხმით შეჰყვირა: არ დაელაპარაკო რუსულად!!!
ყველანი შევცბით, იმდენად აგრესიული და მკაცრი შეძახილი იყო. თვითონაც მიხვდა, რომ უხეშად მოუვიდა, მაგრამ უკან არ დაიხია და ახსნა დაიწყო, აბა რას ჩამოეთრეოდნენ აქ, ენაც კი არ იციან ჩვენი!
მე-2 შემთხვევა საღამოს იმავე ეზოში. პატარა გოგომ (კიდევ კარგი ქართველი იყო ) ბიჭს ჩაარტყა სახეში, საკმაოდ მწარედ. ბიჭი ატირებული დედასთან მივარდა.
დედას რეაქცია არ გაინტერესებთ: რას უყურებ მერეო, ვერ ჩასცხე უარესად? მეტის ღირსი ხარ, რომ არ უპასუხე!!!
ბიჭს დედამ ასწავლა ჭკუა, გოგოს სახეში სილა რატომ არ დაუბრუნეო?! ეს ნორმალურია ახლა?!
რა ვიცი, ძალიან დათრგუნული ვარ...
როდის შევწყვეტ სიძულვილის ენით ურთიერთობას, და რაც ყველაზე ცუდი, ჩვენ შვილებში მის დანერგვას?!“, - წერს ლიზა ვადაჭკორია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას“ - მიხეილ ცაგარელი