ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების უმრავლესობის საქციელზე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და „დედაენის ბარს“ მადლობას უხდის.
„შემოვიდნენ თავიდან „მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით, ხანაც ინგლისური გამოსაუბრებებით.
მერე ნელ-ნელა მოიხსნეს, მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს, უკრაინული მუსიკაც იხამუშეს.
მერე ერთი (ათასში ერთი!), ისიც კერძო დაწესებულების (რომელსაც შეგიძლია უბრალოდ გვერდი აუარო) ერთი რეგულაცია იუკადრისეს, ხომალდისთვის გეზის მიმცემი სლოგანით აღშფოთდნენ...
და დაირაზმნენ, და დაუშინეს, და იმუქრეს, და ამოალაგეს დროებით ჩამალულ-ჩაკუჭულები. გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო.
თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს „უწყინრად“, რუსთაველზე, ვერა-ვაკე-მთაწმინდაზე და გულში რეებს აღარ იხვევს, დახეთ ერთი.
მადლობა ჩრდილოელებო! ისევ თქვენ თუ შეგვაფხიზლებთ, თქვენ თუ ამოგვიქექავთ კარგად დავიწყებულებს, ისევ თქვენ, ისევ თქვენ. 2 საუკუნეზე მეტია ასეა: ჩაგვთვლემს თუ არა, გაბიჟვინებულ სიფათზე დაბიჯებული თქვენი ჩექმის სიმძიმე გვაღვიძებს.
არ იცვლებიან ხალხო, არა, არა და არც შეიცვლებიან, ვიდრე ერთხელ, ორჯერ და კიდევ ბევრჯერ მწარედ არ დამარცხდებიან! ვიდრე სამშობლოსა და სიმართლისთვის მებრძოლები კუდით ქვას არ ასროლინებენ.
ასეთია არა მარტო ჩვენი და მაგათი, არამედ მთელი კაცობრიობის გამოცდილება.
დედაენის ბარი, მადლობა, მადლობა!
გეწვევით პირველივე შესაძლებლობისთანავე“, - წერს ბუბა კუდავა.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები
🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?